მე, ანა წითლიძე ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ნებისმიერ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს და რომელიც გადმოვა ხალხის მხარეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დაკავებას ეხმაურება.
ანა წითლიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის დაკავება უკავშირდება 4 ოქტომბრის აქციას, რადგან ბიძინა ივანიშვილს ეშინია „მშვიდობიანი რევოლუციის“.
„მივმართავ ჩმორ მდინარაძეს, რომელიც ერთხელ ნაცემი მყავს პარლამენტში, თუ ლევან ხაბეიშვილი დააკავეს იმიტომ, რომ 200 ათას დოლარს სთავაზობდა ნებისმიერ ძალოვანს, რომელიც არ შეასრულებდა რეჟიმის უკანონო დავალებას, ახლა, მე ანა წითლიძე ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ნებისმიერ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს და რომელიც გადმოვა ხალხის მხარეს. ჩმორ მდინარაძეს, რომელსაც კაცად წარმოუდგენია თავი, შეუძლია ახლა გამოვიდეს და დამაკავოს მეც და ჩემი თანამებრძოლებიც.
რეალურად, სპექტაკლი, რომელიც დადგეს, მხოლოდ ერთადერთ რამეს მიუთითებს, რომ ისტერიულად ეშინია ოლიგარქს 4 ოქტომბრის და მშვიდობიანი რევოლუციის. ხომ ძალიან ბევრს აქილიკებდნენ რომ ვერაფერს ვერ იზამდნენ, ხომ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ დღეს ასე ჩასაფრებით გაიტაცეს ხაბეიშვილი ერთადერთი რამის გამო, რომ არ შედგეს 4 ოქტომბერი, მაგრამ 4 ოქტომბერი არ იყო და არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ ადამიანზე ან 2 ადამიანზე. დაიჭირეთ ხაბეიშვილი და ზოდელავა და დაიჭერთ კიდევ რამდენიმეს? იქნება უფრო მეტი ადამიანი, რომელიც დროშას აიღებს ხელში. დღეს ხაბეიშვილის დროშა გვიჭირავს ჩვენ, მიჭირავს პირსად მე, ანა წითლიძეს, ჩვენს თანამებრძოლებს და ამ დროშას გამარჯვებით კიდევ უფრო მაღლა აწევენ საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
