წითლიძე: ჯილდოს ვაორმაგებ, 400 000$-ს გადავუხდი ყველა ძალოვანს, ვინც ივანიშვილის დავალებას არ შეასრულებს

ირაკლი ნადირაძის საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ანა წითლიძეც პირდაპირ ეთრში აცხადებს, რომ “ჯილდოს აორმაგებს და 200 000$-ის ნაცვლად, 400 000$-ს გაუახდის იმ ძალოვნებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებას არ შეასრულებს”.
მინდა, მივმართო მამუკა მდინარაძეს – ის ბრალდება რაც გავიგეთ ხაბეიშვილთან დაკავშირებით, კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება და კიდევ უფრო მეტად ანახებს, როგორ ეშინია რეჟიმს. მე, ანა წითლიძე, ჩემს მეგიობრებთან ერთად, [ირაკლი ნადირაძემაც გააკეთა განცხადება] ვიღებ პასუხისმგებლობას რომ 200 000$-ს, რომელიც იყო დასახელებული და რის გამოც ხებეიშვილს ბრალი წაუყენეს, ვაორმაგებთ და ყველა იმ ადამიანს, მოქმედ ძალოვანს, რომელიც არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებას, 400 000 $-ს გადავცემ ჯილდოს. ამასზე ვარ პირადად პასუხისმგებელი. გამოვიდეს ახლა მდინარაძე და თუ აქვს ამის ერთი ადგილი და დამაკავოს. ვდგავარ, მისივე შენობის წინ, თუმცა მას დაკავება მხოლოდ ჩასაფრებით შეუძლია, როგორც ეს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…