სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

ფრანგმა მეკარემ სტივ მანდანდამ კარიერა დაასრულა, ამის შესახებ ფეხბურთელმა განცხადება თავად გაავრცელა.
მანდანდა ბოლოს “რენში” თამაშობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა და ამ დრომდე თავისუფალი აგენტი იყო.
ფრანგ მეკარეს სხვადასხვა დროს “ლე ავრში”, “მარსელში”, “კრისტალ პალასსა” და “რენში” უთამაშია, მაგრამ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად თავი “მარსელიდან” დაამახსოვრა, სადაც არაერთი ბრწყინვალე მატჩი აქვს ჩატარებული.
მან საფრანგეთის ნაკრებში 35 მატჩი ჩაატარა, რომლის შემადგენლობაში 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2022 წელს ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.
“ცხადია, ეს ყველამ იცის” – ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
ევრო 2016: თავისუფალი აგენტები ევროპის ჩემპიონატზე
16 “უცნობი” პრემიერლიგაში: ყასაბი, მოკრივე, ადვოკატი და სხვები [II ნაწილი]
ლიგა 1. ლაურეატები: ლაკაზეტმა იბრას აჯობა