ფინეთის ნაკრების ლიდერმა ლაური მარკანენმა ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“მათ უბრალოდ ხელი არ შევუშალეთ, რომ სისულელეები ეკეთებინათ… ვიცოდით, რომ ქართველები ფიცხები არიან და არ იყო გამორიცხული, რაღაც მომენტში ემოციები ვეღარ მოეთოკათ.
პირველი ტაიმის შემდეგ ვიცოდით, რომ ისინი არ დანებდებოდნენ და ცდას არ დააკლებდნენ, ეს თითქმის გამოუვიდათ და ერთ მომენტში ძალიან მოგვიახლოვდნენ.
სიმშვიდე გვჭირდებოდა და შანსს უნდა დავლოდებოდით, ბურთი მოგვეხსნა და შეცდომები არ დაგვეშვა, საბოლოოდ, ეს გამოგვივიდა”, – მარკანენის სიტყვებს Iltalethi ციტირებს.
შეგახსენებთ, ფინეთის ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდება, მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
სცენარი, რომელიც ჩიკაგო ბულსს ჭაობიდან ამოიყვანს
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა – საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
საქართველო – ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში – ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია – სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
“ჩვენ დავბრუნდებით” – ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა
