Reuters – ბელარუსმა 52 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

ბელარუსმა 52 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა, – ინფორმაციას Reuters-ი ლიეტუვაში -ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აშშ-ის დელეგაცია, პრეზიდენტ ტრამპის თანაშემწის მოადგილის ჯონ კოულის ხელმძღვანელობით, მინსკიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვილნიუსში მიემგზავრება, 52 სხვადასხვა ეროვნების პატიმართან ერთად, რომელთა გათავისუფლებაც მოხდა“, – განაცხადა ლიეტუვაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა.
ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის 14 უცხოელია, მათ შორის, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან.
ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ს წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა განაცხადა, რომ აშშ-ს მინსკში საელჩოს ხელახლა გახსნა სურს.
„ამ ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენი საელჩოს მინსკში დაბრუნება გვსურს“, – აღნიშნა კოულმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო

პეტერ ფიშერი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ – მთხოვა გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით