პოლონეთის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ახალი არაფერია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით ვარშავისა და ევროპის ქვეყნების განცხადებებს გამოეხმაურა.
„რაც შეეხება რიტორიკასა და განცხადებებს, რომლებსაც ვარშავიდან ვისმენთ, რეალურად, აქ ახალი არაფერია. მსგავსი რიტორიკა ბოლო დროს თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქს ახასიათებს. ჩვენ ამის გაგრძელებას ვხედავთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის თქმით, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები, „ზაპად – 2025“, რომელიც 12-16 სექტემბერს გაიმართება, არცერთი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„ეს დაგეგმილი წვრთნებია ორ სტრატეგიულ მოკავშირეს შორის“, – განაცხადა პესკოვმა.
