-ის კონგრესმა 2026 წლის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესმა 2026 წლის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
-ის წარმომადგენელთა პალატამ 892.6 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გაზრდასთან ერთად, სხვადასხვა რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, კერძოდ, ტრანსგენდერ პირებთან დაკავშირებით.
წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 231 ხმით 196-ის წინააღმდეგ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კონგრესმენებმა უკრაინისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, მარჯორი ტეილორ გრინის (რესპუბლიკური პარტია) შესწორებას მხარი არ დაუჭირეს.
გრინის შესწორების წინააღმდეგ ხმა 372-მა კონგრესმენმა მისცა, ხოლო მხარი 60-მა დაუჭირა.