პოლონეთის პრეზიდენტი რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ დონალდ ტრამპს ესაუბრა

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის მრავალჯერ დარღვევის შესახებ ვესაუბრე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ.
კაროლ ნავროცკის თქმით, „აღნიშნული საუბარი მოკავშირეებთან კონსულტაციების ნაწილია“.
„დღევანდელმა საუბრებმა მოკავშირეებს შორის ერთიანობა დაადასტურა“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა და პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.
მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? აბა, დავიწყეთ!“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.