კალაძის ბანერზე წარწერის გამო 23 წლის სტუდენტი, სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს

კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო მოძრაობა “ერთობის” წევრი, მეგი დიასამიძე დააკავეს.
23 წლის სტუდენტს ნივთის დაზიანების ედავებიან.
მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დააკვეს (სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება) – ამ მუხლის მიხედვით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ერთიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ასევე დაგაინტერესებთ