აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს

რუსთაველის გამზირზე 287-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან იყვნენ შეკრებილი.
მსვლელობისას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
პოლიციის მიერ გაკეთებულ მოწოდებას, მსვლელობის მონაწილეებისთვის გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის თაობაზე, ხმაური მოჰყვა. საბოლოოდ, მოქალაქეები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მსვლელობა გზის სავალ ნაწილზე განაგრძეს.
ამ დროისთვის, მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აქვთ გადაკეტილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ