GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, თბილისის მერობის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, თბილისის მერობის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს
GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად თბილისის მერობის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.
გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში, როდესაც ე.წ. საველე სამუშაო ჩატარდა, არ იყო ცნობილი ოპოზიციური კანდიდატების შესახებ. კანდიდატებად აქტიურად სახელდებოდნენ და გიორგი შარაშიძე, შესაბამისად, ერთსა და მეორე შემთხვევაში გამოკითხვის შედეგები ასეთია:
კალაძესა და ელისაშვილს შორის შესაძლო კონკურენციის შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იქნებოდა:
კახა კალაძეს გამოკითხულთა 77.6 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ალეკო ელისაშვილს კი 22,4 პროცენტი.
მეორე შემთხვევაში კალაძესა და შარაშიძეს შორის პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იქნებოდა:
კახა კალაძეს 84.6 პროცენტი, ხოლო გიორგი შარაშიძეს 15,4 პროცენტი.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მომავალშიც მხარს დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგს