საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად თავისუფალია საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი. უწყების ცნობით, ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
“ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვაამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების შესახებ უფრო ადრე ინფორმაცია გაავრცელა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურმა. დე ფაქტო კაგებეს ცნობით 36 წლის კასპის მკვიდრი თენგიზ კორაშვილი ახალგორში დააკავეს 19 აგვისტოს.
“დადგინდა, რომ აღნიშნულმა უცხოელმა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში განზრახ გადაკვეთა საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი”, – წერს დე ფაქტო უწყება, რომლის თანახმადაც კორაშვილი გაათავისუფლეს მას შემდეგ ამოეწურა “პატიმრობის ვადა”.
კორაშვილი ოკუპირებულ სამხეთ ოსეთში გაასამართლეს „სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით.
“2025 წლის 10 სექტემბერს სასჯელის ვადის ამოწურვის გამო კორაშვილი გათავისუფლდა და დადგენილი წესით გადაეცა ქართულ მხარეს,“ , – ნათქვია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
ს საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, – ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო

პეტერ ფიშერი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ – მთხოვა გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით