დონალდ ტრამპი – რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? – აბა, დავიწყეთ!

რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? აბა, დავიწყეთ!” – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა და პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.
რუსეთმა ბრალდებები უარყო. კრემლის პრესპიკერმა თქვა, რომ „ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ძაგნიძე: ხმის უფლება რომ წაგვართვით ემიგრანტებს, მუნჯებიც გგონივართ. 9 ოქტომბერს კორძი ნიუ იორკის Sony Hall-ში დადგება სცენაზე და იცით რამდენი ვართ, ვინც ომახიანად ვუმღერებთ ჩვენს სამშობლო მხარეს?!