ლაშა ბუღაძე: ქართველი მილიციელი რუს ჯარისკაცს ხელიდან გლეჯდა დემონსტრანტებს 9 აპრილს, ესენი კიდე შპანას ვერ უბრუნებენ სიტყვას…

მწერალი :
მუშტი დაარტყმევინეს ახალგაზრდა ქალზე და მერე პოლიცია დაუყენეს დაცვად, რომ იმას მუჭში მოექცია თავისი ბებერი საოხრე და გაუპატიურებით დამუქრებოდა იქ მდგომებს (ეს ჟესტი კი სხვა არაფერია, თუ არა მუქარა), ახლა კი თვითონვე დაიჭირეს, რომ საშუალო ქოცმა შედარებით მშვიდად იგრძნოს თავი – სამართლიანია ჩვენი ახალი გელაძე, აგერ ხომ დაიჭირა ის ჭაღარა მეჯირკვლე, გოგოსთვის ხელი არ უნდა დაერტყაო…
(საქართველო რომ გარუსდეს, ეგ არაფერია, გარუსება ხომ არაა არაკაცური).
და ეს პოლიცია, პატივაყრილი?.. იქ რომ აბამენ სახედრებივით, სადაც ივანიშვილის შპანა ჰყრის ტლინკებს. მდაბიო კალაძის ტიტუშკების მიერ ნასროლი საგნებით ლამისაა გოგრებივით დაუსკდეთ ის ფუტურო თავები და წყენის უფლებაც კი არ აქვთ, მორჩილად უნდა აიტანონ ტვინის ნარჩენის შერყევა… ან განცხადება დაწერონ წასვლაზე და ძმაბიჭ პოლიციელებივით გაპარვა სცადონ საქართველოდან, ვიდრე ჯერ კიდევ შემოგვრჩა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა… არადა გმირმა დგებუაძემ ვერც იგრძნო ის მსუბუქი სილა და სად აღარ იტირა, ამათმა კიდე მოწამეობრივად უნდა აიტანონ ქოცური ბეგვა… თქვენიანი ვარო, ხომ უთხრა იმ პაწია ქოცუნამ…
კიდევ ბევრს აიტანენ, ჯერ სად არინ, ხომ ეფარებიან ივანიშვილის ბანდიტებს ზურგებით, ახია მათზე.
ქართველი მილიციელი რუს ჯარისკაცს ხელიდან გლეჯდა დემონსტრანტებს 9 აპრილს, ესენი კიდე შპანას ვერ უბრუნებენ სიტყვას…