მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში. დავინახეთ როგორი აგრესიულები იყვნენ მეორე დღესაც, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური იყო გაკეთებული, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ აჰყოლოდნენ ამ პროვოკაციას

მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში. დავინახეთ როგორი აგრესიულები იყვნენ მეორე დღესაც, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური იყო გაკეთებული, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ აჰყოლოდნენ ამ პროვოკაციას
უკვე მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას კონკრეტული სცენები და შემდგომ ეს სცენები ცალმხრივი და დეზინფორმაციული კამპანიით გაიტანონ გარეთ, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ დავინახეთ როგორი აგრესიულები იყვნენ მეორე დღესაც, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური იყო გაკეთებული, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ აჰყოლოდნენ ამ პროვოკაციას, მაგრამ ვნახეთ, რომ როდესაც დააკლდათ დაპირისპირება, უკვე ჟურნალისტებთან დაპირისპირებაზე გადავიდნენ. ჩვენ ვნახეთ ორი ქალი, ერთი ჟურნალისტი, რომელიც პროფესიონალურად ემსახურებოდა თავის საქმიანობას და მეორე აგრესიული, მოძალადე აქციის მონაწილე, რომელიც კარგად აჩვენებდა ამ აქციის სახეს“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში