“ჩვენ დრონების კედელს ავაშენებთ” – ლაიენი

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა „Eastern Flank Watch“ („აღმოსავლეთ ფლანგის დაკვირვება“) პროგრამას ჩაუშვებს, რომლის მიზანიც არის რეალურ დროში მონიტორინგის გაუმჯობესება იმ ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ესაზღვრებიან. ამის შესახებ Clash Report იუწყება.
„ჩვენ დრონების კედელს ავაშენებთ,“ – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრის ღამეს პოლონეთმა თავისი საჰაერო თავდაცვა და ავიაცია მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანა, რადგან რუსეთის დრონები მის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”