ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას არ შეუძლია საკუთარ თავს ფრონტზე ჩიხში შესვლის საშუალება მისცეს

უკრაინას არ შეუძლია საკუთარ თავს ფრონტზე ჩიხში შესვლის საშუალება მისცეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“თუ ეს ჩიხის ვითარება და გაყინული კონფლიქტი იქნება, გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შვილები იომებენ. ან ჩვენი შვილიშვილები იომებენ. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ. გვსურს იმის ცოდნით ვიცხოვროთ, რომ გავზრდით შვილებს, რომლებიც მერე სწორედ ასე იომებენ?.. ვინაიდან რუსეთი კვლავ მოვა, თუ მას ადგილს არ მივუჩენთ. როგორც არ უნდა იყოს, ომი დასასრულებელია. მშვიდობა გვსურს. კი, ეს დასასრული სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ის საჭიროა. და ის საჭიროა, რათა ბოროტება დაზარალდეს.
ჩიხში შესვლის ვითარება დროებითი სისუსტეა. თუ ომის დამთავრება გვსურს, ის უნდა დავამთავროთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
„მშვიდობის ფორმულაზე“ საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “თუ რუსეთი ერთ პუნქტს შეასრულებს – ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს ქარტიის პატივისცემა, ის ჩვენი ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს, სწორედ ესაა ომის დასასრული”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ