„ქართულ ოცნებას“ – რა გერმანიის ელჩი და პიტერ ფიშერის საფრთხე, როცა სინამდვილეში მთავარი უბედურება და საფრთხე თქვენ ხართ

რა გერმანიის ელჩი და პიტერ ფიშერის საფრთხე, როცა სინამდვილეში მთავარი უბედურება და საფრთხე თქვენ ხართ, სადაც ერთმანეთს ტყვიას ესვრით და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიგყავთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.
მანჯგალაძის თქმით, აუცილებელია 4 ოქტომბერი, იმისთვის, რომ ქვეყანა „ქართული ოცნებისგან“ გათავისუფლდეს.
„რა გერმანიის ელჩი და პიტერ ფიშერის საფრთხე, როცა სინამდვილეში მთავარი უბედურება და საფრთხე თქვენ ხართ, სადაც ერთმანეთს ტყვიას ესვრით და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიგყავთ;
ერთმანეთის შვილებს იჭერთ, მერე მამა იძულებულია უარი თქვას მართალ შვილზე;
თქვენს მიერ ნაცემ პატარა გოგონებზე ამბობთ „ქალი კი არა, ადამიანიც არ არისო“ და მოძალადეებს „ნამდვილ ვაჟკაც ბიჭებს“ ეძახით;
ხვდებით, სად ხართ? მართლა, რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა.
ქვეყნისთვის კი არა ერთმანეთისთვისაც საშიშები ხართ უკვე.
ამიტომ აუცილებელია 4 ოქტომბერი! იმისთვის, რომ ქვეყანა გავათავისუფლოთ თქვენგან და თქვენც დაგაბრუნოთ სკამისა და ძალაუფლების გარეშე ადამიანური ცხოვრების პირობებში“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

შათირიშვილი: „დიპ სტეიტის“ საძულველი ორბანი, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ეს ადმინისტრაცია ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით – სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს

კობახიძე: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადავხედეთ ხელშეკრულებას და შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით, 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა – უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი