როსტომ ჩხეიძე: ძალზე ნაადრევი მგონია კახი კალაძის ხნის ადამიანისაგან, ქალებს რომ ვეღარ აღიქვამს და რაღაც ჯიშის არსებებად მოიხსენიებს

მწერალი როსტომ ჩხეიძე:
თქვენდამი ლოცვად
(9 სექტემბრის ქრონიკა)
ძალზე ნაადრევი მგონია კახი კალაძის ხნის ადამიანისაგან, ქალებს რომ ვეღარ აღიქვამს და რაღაც ჯიშის არსებებად მოიხსენიებს.
როდესაც თემურ შაშიაშვილი იტყოდა:
სამი დღე აღარ მინდოდა ქალისაკენ გახედვაო, –
ედუარდ შევარდნაძე თან შეწუხდებოდა და თან დამშვიდდებოდა:
კიდევ კარგი, მხოლოდ 3 დღითო!..
არადა პროტესტანტთა შორის დგანან ულამაზესი ქალებიც, თორემ ლამაზი ყველაც არის.
უჭკვიანესი ქალებიც, თორემ ჭკვიანი ყველაც არის.
უკეთილშობილესი ქალებიც, თორემ კეთილშობილი ყველაც არის.
ქალებს ადვილად ნურც შევბედავთ და ნურც შევედრებით.
ვარლამ შალამოვი, რომელსაც 17 წელიწადს მოუწევდა გულაგის ჯოჯოხეთის გამოვლა, გაიხსენებდა, რომ:
ერთი დღეც არ ყოფილა კაცების ბანაკში, რომ არ ჩამოსულიყვნენ დედები, დები, ცოლები, შეყვარებულები.
და ერთი შემთხვევა რა არის, ერთი, ერთადერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ ქალთა ბანაკში ვინმესთვის ჩამოეკითხოს მამას, ძმას, ქმარსა თუ შეყვარებულს.
საპროტესტოდ შემართულან ხნიერი ქალებიც, რომლებიც გზას უკაფავენ ახალგაზრდებს უკეთესი საქართველოსაკენ.
და შემართულან გოგოებიც, რომელთა მხრებზეც უნდა შედგეს ის უკეთესი საქართველო.
და როცა შევყურებ მათ გატანჯულ და მაინც იმედითა და
რწმენით აღსავსე სახეებს, მათ სულიერ და გარეგნულ სილამაზეს, მინდა ყველას ერთად და ცალ-ცალკე ბარათაშვილურად მივმართო:
მაშა დუმილიც მიმითვალეთ თქვენდამი ლოცვად…

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ნიკოლ ფაშინიანი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი