მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ და მოახერხეს თავის შეკავება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ [ოპოზიციას] არჩევნებამდე არეულობის მოწყობა სურთ.
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მათ სურთ, რომ არეულობა მოხდეს არჩევნებამდე იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არიან. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ საშტაბო მუშაობას და ვიღებთ ძალიან ბევრ მოქალაქეს. ძალიან ბევრი მხარდამჭერი მოდის ჩვენთან შტაბში და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც ფაქტობრივად ხელები ექავებოდათ ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსეული საქციელი და მათ მოახერხეს თავის შეკავება. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით. მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალიან რთულია ამ შეურაცხყოფის მოთმენა ქართველებისთვის, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, ვინაიდან ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს იქიდან გამომდინარე, რომ სხვანაირად განწირულები არიან არჩევნებში. ესენი არიან ჩვეულებრივად ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, რომლებსაც არც კულტურა გააჩნიათ, არც მორალი და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ“-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია “ნაცმარიონეტებითურთ” დისტოპიურ სურათს ხატავს – ევროკომისიის ანალიტიკოსების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია

საქართველოს მიერ კორუფციის არარსებობის ინდექსში მიღწეული 67%-იანი მაჩვენებელი და მსოფლიოში 35-ე ადგილი, ერთი შეხედვით მხოლოდ სტატისტიკური მონაცემია, მაგრამ რეალურად იგი ასახავს ბევრად უფრო ღრმა პროცესს – სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების ხარისხს

ვიხილეთ გარედან დაფინანსებული ნაცტიტუშკებისა და ორკების გაუგონარი პროვოკაცია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი