მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურში უკრაინის ნაკრები გასვლაზე აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ეს შედეგი ნაკრების ყოფილ მწვრთნელ იოზეფ საბოს არ გაჰკვირვებია და მან უკრაინელთა თამაშს საკმაოდ მძიმე შეფასება გაუკეთა.
“საქმე იმაშია, რომ ხოხვისთვის დაბადებული ადამიანი ფრენას ვერ შეძლებს. საქმე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ეხება. ისინი მეტს ვერ გასცემენ.
ფლანგური შეტევები არ არის, არავინ იცის, როგორ დაამარცხოს მოწინააღმდეგე ერთი-ერთზე. თითქმის არ იყო დარტყმები, მხოლოდ მოედნის შუაში მუდმივი ბურთის გორება იყო და შემდეგ?! – არც სიჩქარეა, არც პასები, არაფერი. როგორ შეიძლება მოგება?
ბევრი პასი იყო, მაგრამ რა აზრი აქვს? ფეხბურთი დარტყმების გარეშე ფეხბურთი არ არის. ერთი ან ორი დარტყმა და სულ ესაა. როგორ გესმით ეს?
მატჩის დაწყებამდეც კი ვთქვი, რომ ფრე იქნებოდა. გუნდს გოლის გატანის შანსი არ ჰქონდა. შემდეგი მატჩი ისლანდიასთანაა, არც კი ვიცი, იქ რა მოხდება. შეიძლება წავაგოთ, მაგრამ დღეს ასეთი გუნდი გვყავს”, – ციტირებს საბოს Football 2.0.
ინფორმაციისთვის, 2 ტურის შემდეგ D ჯგუფს, სადაც უკრაინის ნაკრები ასპარეზობს, 6 ქულით საფრანგეთი ლიდერობს. მე-2 პოზიციაზე 3 ქულით ისლანდიაა, აზერბაიჯანსა და უკრაინას კი 1 ქულა აქვთ მოპოვებული.
· მიხო პაპა გაიგე სვანაძე? რუსულად გითხრათ ეგ ანდაზა, კარგად რომ გაიგო? ბიჭებს არაფერი დააბრალო, ყველაფერი შენი უნიათო ტაქტიკის ბრალია!!!
სომხეთმა ირლანდიას სძლია – აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
“უწმინდური სული აქვს… პუტინი ჩვენს გასახდელში შემოვიდა და…” – უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პუტინზე ისტორიას იხსენებს
იოზეფ საბო ოკუპანტ სახელმწიფოში არასოდეს არ ჩავა
საბოს “შახტარის” ცენტრალური მცველებიდან ყველაზე მეტად ხოჭოლავა მოსწონს
