სალომე ზურაბიშვილი – ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და ერთობა, შეიძლება რაღაცა სიტყვებს არ ვემხრობოდე – ასევე, არ ვეთანხმები მათ, ვინც იღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში – ეს იყო შემოგდებული თემა და არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის დაყოფა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ ეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს.
ზურაბიშვილის თქმით, 4 ოქტომბერს არა , არამედ არჩევნების სიმულაციაა, რაც შემოგდებული თემა იყო.
“ვიტყოდი, რომ ასევე, ის, რაც მოხდა ამ არჩევნების ირგვლივ, რასაც მე არ ვისურვებდი, მე ვთვლიდი, რომ საერთოდ არჩევნები და ეს ნათქვამი მაქვს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ჩვენი თემა არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო შემოგდებული თემა და ამაზე არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის დაყოფა. მე არ ვეთანხმები მათ, ვინც იღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში. არ მგონია, რომ ბოიკოტიც ყოფილიყო საჭირო, არ არსებობს ეს არჩევნები, ეს არის არაფერი. ეს არის არჩევნების სიმულაცია. რატომღაც ოპოზიციური პარტიები შევიდნენ ამ თემაში. ერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად დგომა, ეს არის ის, რაც გაგვიძლიერებს ამერიკის ყურადღებას და მხარდაჭერას.რაც გაგვიძლიერებს ევროკავშირის ყურადღებას და მხარდაჭერას. ერთად ვიდგეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვის დროს.
მანამდე სალომე ზურაბიშვილს წამყვანმა ჰკითხა, იქნება თუ არა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე, რაზეც ზურაბიშვილმა თქვა, რომ იქნება ყველგან, სადაც არის ერთობა, თუმცა არ ეთანხმება გარკვეულ სიტყვებს.
„მე ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და ერთობა. შეიძლება მე რაღაცა სიტყვებს არ ვემხრობოდე, რადგან არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას არანაირი საბაბი იმისთვის, რომ თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს