აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6921 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6921 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6925 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0004 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.76 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1651 ლარი გახდა.
1.45 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6556 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.52 თეთრი შეადგინა.