,, ღმერთი თქვენ, არიფი ხომ არ გგონიათ, თქვენი დასაცავი გაიხადოს თავი?” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,90-იანი წლებიდან ამდენი ომი და უბედურება გამოვიარეთ – არსად ყოფილხართ საქართველოს გულშემატკივრად, მოხალისედ და ღმერთი თქვენ, არიფი ხომ არ გგონიათ, თქვენი დასაცავი გაიხადოს თავი?
მართლა არ გრცხვენიათ? ასე მოყოლით და სხაპასხუპით რომ იცით, მამაო ჩვენო ბოლომდე რომ ვერ დაიმახსოვრეთ იმათ, მატრონას და სტალინის ისტორია, მატრონას წყაროებზე დაყრდნობით და დიოკლიტიანესაც ვერ წარმოთქვამთ სწორად, სხვა ვინაა კიდევ მაგ ხატზე ეგ იცით და მათი ისტორიები? ანუ, რეალურად “ეს ცოდნა” პროვოკაცია და მიზანმიმართული ქმედებაა.
შობას მთხოვეს კომენტარი ამ საკითხზე და არ მივეცი – მარტივი მიზეზის გამო – არც ხატის წარმომავლობა ვიცოდი და არც ის ინტერპრეტაციები იყო ჩემი პოზიციის გამოსახატავად საკმარისი, რომელსაც მეკითხებ-მეუბნებოდნენ: რას იტყვით სტალინის ხატზე?
მაგ ხატს არაფერი დააკლდებოდა – სტალინის გარეშე. სტალინის მითი, მატრონას კი არ განადიდებს, სტალინს წარმოაჩენს კაცთმოყვარედ, მორწმუნედ და სავლედ, რომელიც გახდა პავლე. ამიტომ ეს ძალიან არასწორი პროპაგანდაა იმთავითვე და ამის გააზრებაც არ არის ძნელი. სტალინის ავ საქმეებს დღემდე იმკის ეს ქვეყანა და დღემდე ცოცხლები არია, მის მიერ ნაწამები, რეპრესირებული და გაუბედურებული ადამიანების პირდაპირი შთამომავლები. სხვა თუ არაფერი, მათ არ უნდა მიაყენოს არავინ შეურაცხყოფა. მაგრამ სადაც პუტინი სახელმწიფოში ცვეტშია, 1953 წელს ჩაძაღლებული სტალინი რატომ უნდა სძულდეს სტოკჰოლმის სინდრომით შეპყრობილ ერს?
ახლა ნატა ფერაძის თავხედობაზე – სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ. ეს ჩემი შეფასებაა და გინდა მოგეწონოთ გინდა არა და ხელ-ფეხიც უბანეთ. ამ საკითხში თავისი აქტივიზმი და ყალბი პროტესტი აკინძოს მძივად და დაიკიდოს ყელზე. გამოჩნდებიან აქ წამიერი გმირები. ფერაძესა და მისი არაერთ მიმდევარ-მიმბაძველს, რომ ჭკუას ეკითხება და მასთან საუბრობ,ს იმ ადამიანების გულისამრევი ქმედების გამოა ეს ქვეყანა ეგეთ ქაქში და ხალხი ეგეთ აპათიაში. ამიტომ წმინდა მწვანე მარტას მიბაძოს და იმ ველზე გააგრძელოს ჯობია “კრასკვა”.
ასეთი ქმედებებია სწორედ იმის დასტური, რომ ამ ქვეყანაში რა იმ, რა ამ ფლანგზე, ინტელექტუალური სიბნელეა. ასე ისინი იქცევიან ვისაც არგუმენტები არ აქვთ და არც ლოგიკა.
ამის დასტურად თუნდაც ეკლესიის კონტექსტში მუდამ წამოგაძახებთ კოვიდის პერიოდს, როდესაც კოვზზე და ჰიგიენაზე საუბრობდა პრადვინუტების კასტა და მათი მედია, და ამავდროულად “ისინი” რწმენაზე და ღმერთზე გესაუბრებოდნენ. ჰო, ეთერებში “იმათ” უფრო მეტ დროს უთმობდით, ვისაც თითქოს ეწინააღმდეგებოდით – ეგეც მახსოვს. “ამ ქალბატონის” კომენტარებიც მახსოვს მაშინ – ჰიგიენაზე.
შეგეკრიბათ რეპრესირებულების შვილები და ოჯახის წევრები, მისულიყავით საპატრიარქოში, გეთხოვათ მანდ ხატის მიმბრძანებლების დასწრებაც, წარგედგინათ არგუმენტები და იქნებ ცივილურად მოგვარებულიყო ეს საკითხი.
და კიდევ, შობის ეპისტოლე ძალიან მაგარი იყო. მე გეუბნებით ამას მეასეჯერ, ადამიანი, რომელსაც არასოდეს მორიდებია ეკლესიის მესვეურთა კრიტიკა, არასოდეს თქვენგან განსხვავებით და გეუბნებით თქვენ, ვისაც არც სმენა შეგიძლიათ, არც კითხვა და არც გააზრება.”