ევროკავშირმა შესაძლოა რუსული ნავთობკომპანია “ლუკოილი” დაასანქციროს

რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილის“ და მის შვილობილ კომპანიას Litasco-ს ევროკავშირის მე-19 სანქციური პაკეტის ფარგლებში შესაძლოა სანქციები დაუწესდეს, ინიციატივა საფრანგეთსა და გერმანიას ეუთვნის, ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვები შეიძლება შეეხოს მესამე ქვეყნებში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ევროკავშირში ექსპორტზე გზავნიან, ასევე სავაჭრო კომპანიებს, რომლებიც მასთან თანამშრომლობენ. საფრანგეთი და გერმანია ასევე მოითხოვენ ცენტრალურ აზიაში ბანკებისა და კრიპტოვალუტის ბირჟების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ სანქციების განხილვა ადრეულ ეტაპზეა.
4 სექტემბერს, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან ახალი შეზღუდვები განიხილა. შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ და ევროპა „დამატებით სანქციებს“ დააწესებენ, თუ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.