ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
,,ახალგაზრდა როცა ვიყავი, გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ყველაზე მეტ ცუდს ადამიანი გაჭირვების გამო ჩადის. ძალიან მალევე დავინახე, რომ ყველაზე დიდი გამოცდა თურმე მაშინ გელის, როცა ხელისუფლებაში ხარ, ან მის გვერდით დგახარ და ამითი სხვადასხვა სიკეთეები შეიძლება მიიღო. ახლა ვკითხულობ გაოცებული ახალგაზრდების პოსტებს, რომლებმაც გუშინდელ მოძალადეებში დიდი ხნის ნაცნობ-მეგობრები ამოიცნეს, ვისაც წლების განმავლობაში ნორმალურ ადამიანებად იცნობდნენ.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნაში ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ხელისუფლება კარიერული წინსვლის და მატერიალური კეთილდღეობის მიღწევის პერსპექტივით მოისყიდის ახალგაზრდების გარკვეული ნაწილს და მათ ოპოზიციურად განწყობილი თანატოლების წინააღმდეგ, დამსჯელ რაზმებად იყენებს. რაც ხდება, ახალი არ არის. ამით ყველა ხელისუფლება სცოდავდა. 80-იანების ბოლოც მომხდარა ასეთი რამ, 90-იანებშიც, ნულოვანებშიც და ახლაც ხდება. დღეს ყველაზე მიუღებელი ის არის, რომ ამ პროცესს ხელს უწყობენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე, წინა ხელისუფლების მხრიდან იგივე უმსგავსობის მსხვერპლი იყვნენ.
ვინმე თუ ისწავლის ჭკუას ამ ქვეყანაში და წარსულის შეცდომებს საოცარი სიჯიუტით არ გაიმეორებს, იმის იმედიც აღარ მაქვს…ქართველი პოლიტიკოსების მორალის იმედზე ყოფნას ჯობია ხელისუფლება რომ შეიცვლება ერთხელ მაინც, შემსრულებელ-დავალების გამცემიანა სამაგალითოდ დაისაჯოს, რათა მომავალში უმსგავსობის პოტენციური ჩამდენი თავის საქციელზე პასუხისგების გარდაუვალობამ მაინც შეაჩეროს.“
