„დაწყებულია წარმოება სამართლებრივი შედეგების დადგომისთვის“ – გარემოს ეროვნული სააგენტო ხიდაშელის კომპანიაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დავით ხიდაშელის კომპანიამ „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად მიღებული ლიცენზიით გათვალისწინებული არც ერთი პირობა არ შეასრულა, რის გამოც:
„13 ნოემბრიდან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით. განხორციელდება ინფორმაციის გამოთხოვა ყველა შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის, ლიცენზიანტისგან“.
განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართვის თანახმად, „არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად“.
თავად ხიდაშელმა დღეს, 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ყიდის ლიცენზიასა და მის მფლობელ კომპანიას. ინფორმაციას ნეტგაზეთთან თავად ბიზნესმენი ადასტურებს.
ხიდაშელი მუქარად აფასებდა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ლიცენზიის გადახედვა განიხილება. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქმე არა მათი მხრიდან პირობების შეუსრულებლობაში, არამედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებშია.
მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. მათი უკმაყოფილების მთავარი საფუძველი მოსახლეობისთვის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებაა. დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიით გადაცემული ტერიტორია ს მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. სამინისტროს წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს ლიცენზია, როგორც ყველაზე ბოლოს გაცემული 15-მდე მსგავს ლიცენზიას შორის, ვალდებულებებით ყველაზე მეტად არის დატვირთული. ფინანსურად მეტ ინვესტიციას, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და პოტენციალის მეტ განვითარებას, ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველების გამრავლებას და სხვა პირობებს გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება