გახარიას პარტია უარყოფს, რომ პარლამენტის ბოიკოტს წყვეტს

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ უარყოფს, რომ პარლამენტის ბოიკოტს წყვეტს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა გასულ კვირას ცნო „გახარია საქართველოსთვის“ მანდატშეწყვეტილი დეპუტატების 12 ადგილმონაცვლის უფლებამოსილება. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მათგან რვამ შალვა პაპუაშვილს უკვე გაუგზავნა შესაბამისი დოკუმენტები, სადაც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. ისინი პაპუაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
„იმედის” ბინძურ პროპაგანდაზე: ჩვენს პოზიციონირებაში არაფერი შეცვლილა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის ნაწილში. ზუსტად ასეთი პროცედურა გაიარა ჩვენი საპარლამენტო სიის პირველმა თორმეტმა ადამიანმა, როცა შეუთავსებელი თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ მანდატები არ დაიკარგოს… ზუსტად ასე იყო თანამდებობრივი დეკლარაციების შევსების ნაწილშიც. ნუ აჰყვებით „იმედის” ცრუ პროპაგანდას“, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის მიხედვით, ს ადგილმონაცვლე არის გელა აბულაძე, ანა ბუჩუკურის ადგილმონაცვლე — ჯემალ ანანიძე, ს ადგილმონაცვლე ქეთევან ბაკარაძე, ბერდია სიჭინავას ადგილმონაცვლე — რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდიას ადგილმონაცვლე — მალხაზ თორია, ნათია მეზვრიშვილის ადგილმონაცვლე — შალვა კერესელიძე, ლევან გოგიჩაიშვილის ადგილმონაცვლე — სალომე კობალაძე, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე — გიგა ფარულავა, ს ადგილმონაცვლე — ვიკა ფილფანი, როინ ქოჩორაშვილის ადგილმონაცვლე — გიორგი შარაშიძე, კახა ქემოკლიძის ადგილმონაცვლე — თამარ ხვედელიანი, ხოლო ზაზა თავაძის ადგილმონაცვლე — სოფიო ხორგუანი.