საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარმა პსჟ-ს ფეხბურთელის, უსმან დემბელეს შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, პსჟ-ს აღშფოთება იმის შესახებ, რომ სანაკრებო მატჩებში დემბელეს თამაში არ შეიძლებოდა, უსაფუძვლოა.
“ისედაც ვიცოდით, რომ დემბელე ტრავმას ხშირად იღებს, ის, რაც მას ნაკრებში შეემთხვა, უიღბლობაა, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ პსჟ მას მხოლოდ მაშინ ათამაშებს, როდესაც ჯანმრთელადაა. პსჟ-ს ხელმძღვანელობა იტყუება და ის, რასაც აკეთებენ, დაუჯერებელი მანიპულაციაა.
ეროვნული ნაკრები ყველაფერზე მაღლა დგას. პსჟ-ს ლიგა 1-ზე ისედაც დიდი გავლენა აქვს და ახლა ეროვნული ნაკრების საქმეებშიც ერევიან?”, – განაცხადა დიუგარმა RMC Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, დემბელესთან ერთად სანაკრებო მატჩებში ტრავმა პსჟ-ს მეორე შემტევმა, დეზირე დუემაც მიიღო. დუემ კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, კოჭლობით გავიდა გასახდელში და შესვენებაზე დემბელემ შეცვალა, თუმცა 81-ე წუთზე მასაც მოუწია მოედნის დატოვება. „ეკიპის“ მტკიცებით, დუეს 3-4 კვირა მოუწევს უქმობა, დემბელეს კი დაახლოებით 6 კვირა.
“სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო” – “ფენერბაჰჩეს” პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო – კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ვიტინიამ დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელიც “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებს
“რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ” – რა თქვა ლუის ენრიკემ “ანჟესთან” მატჩის შემდეგ?
ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა
დონარუმამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა
“ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა” – უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა
პსჟ-ის ხელმძღვანელობას ჰაკიმის განცხადება არ მოეწონა – პარიზულ გუნდში მცირე დაძაბულობაა?
“ის მათსავით კარგია” – მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
“ოქროს ბურთი” ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება” – პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე – რა ხდება პსჟ-ში?
როდრიმ მისი აზრით “ოქროს ბურთის” ორი ფავორიტი დაასახელა
