გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, დღეს თბილისის მერი ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა.
კალაძე კამერების წინ ირწმუნებოდა, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გამოირჩეოდნენ ძალადობით და არა მისი შტაბის წევრები, როგორც ეს არაერთ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩნას.
მეტიც, კალაძემ დღეს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებსაც კი მოძალადეები უწოდა – “თქვენც ჩვეულებრივი “აკაცუკები” ხართ, არაფრით განსხვავდებით მოძალადეებისგან”.
“ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ ის ხელოვნურად არსებული 30 აკცუკი არავის არ აინტერესებს, არც მათი ჩხივილი, ხავილი არავის არ აინტერესებს. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები, შესაბამისად, როდესაც შენ მიდიხარ და მიზანმიმართულად ხელს უშლი საარჩევნო შტაბს მუშაობაში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება და იცით, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ამას აქვს თავისი მიზანი და მიზანი არის ის, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა.
პოლიციელს არავინ არ უსწორდებოდა.
ქალებს სად ხედავ აქ, არცერთი არ არის ქალი, ქალი არ არის აქ არცერთი, არ ვიცი რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის, სად არის ქალი ერთი მაჩვენეთ, რომელია ქალი.
თქვენც ჩვეულებრივი აკაცუკები ხართ, არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ მიუვარდა საარჩევნი შტაბს.” – თქვა კალაძემ.
