,, ეკლესიაში რამეზე საღებავის შესხმა არასწორი საქციელია” – გია ბარამიძე

,,ნაცმოძრაობის” წევრი, გია ბარამიძე:
,,სამებაში სტალინის ხატი ცხადია ქრისტიანობის შეურაცხმყოფელია და ვინც იქ ეს ხატი იქ დადო, მან ჩვენს ეკლესიას პროვოკაცია მოუწყო.
ეკლესიაში რამეზე საღებავის შესხმა არასწორი საქციელია.
ნათელია რომ საქართველოს მტრები – პუტინის რუსეთი, ეცდება ქრისტიანობა და ეკლესია ევროკავშირში გაწევრიანების იდეასა და მიზანს დააპირისპირონ.
ამ მიზნით მრავალი ბინძური სხვა პროვოკაცია განხორციელდება, რუსეთი ეცდება ქართული საზოგადოება დაყოს და ერთმანეთს დააპირისპიროს.
ამ პროვოკაციებს ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენი ეკლესიის მრევლმა (ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გვსურს) არ უნდა ავყვეთ და მათ სწორი პასუხი უნდა გავცეთ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ