უკრაინის პირველი ლედი მელანია ტრამპს შეხვდება

უკრაინის პირველი ლედი ია აცხადებს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, თვის ბოლოს, შეხვედრას გამართავს -ის პრეზიდენტის მეუღლესთან, მელანია ტრამპთან. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ზელენსკაიას თქმით, მელანია ტრამპი მიწვეული იყო ში გამართულ პირველ ლედისა და ჯენტლმენების სამიტზე, თუმცა ამჯერად ღონისძიებას არ დაესწრება.
„თუმცა, ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თვის ბოლოს. ვფიქრობ, ის თემები, რომლებიც დღეს კიევში განიხილება, ნიუ-იორკშიც გახდება განხილვის საგანი,“ – აღნიშნა პირველმა ლედიმ.