არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია: მილიციას ამოფარებულო “ვაჟკაცებო”. არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული

“მილიციას ამოფარებულო “ვაჟკაცებო”. არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული” – ამის შესახებ არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს და დღეს, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

არქიმანდრიტი პოლიციელებს მოუწოდებს აღიდგინონ ღირსება და დაამყარონ სამართალი, “ნუ გახდებით ხალხისთვის საძულველი რუსული მილიცია”.

ვინ ხართ? სად გაიზარდეთ ან საიდან მოხვედით? მილიციას ამოფარებულო “ვაჟკაცებო”. არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული. ან ეს მილიცია რას დაემგვანა, ამ მთავრობის მხარდამჭერებს რანაირად მოგწონთ ეს. ვის გინდათ ასეთი ქალაქის მერი ან ასეთი მახინჯი ხელისუფალი. ნუ დარჩებით ცოდვაში და ნუ დაუჭერთ მხარს მოძალადე ხელისუფალს. ეს ოჯახის სიწმინდის დაცვაა თუ ქრისტიანობის? პოლიციელებო აღიდგინეთ ღირსება და დაამყარეთ სამართალი, ნუ გახდებით ხალხისთვის საძულველი რუსული მილიცია,” – წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს “ქართული ოცნების” პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდა ჟურნალისტიც.

“ოცნების” წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ.

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას “ოცნების” პარტაქტივი არ დაუკავებია.

[ფოტო: “პუბლიკა”]

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…