ევროპელმა მეცნიერებმა შექმნეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპი, რომელსაც 24 კილომეტრის დაშორებით გოლფის ბურთის ზომის ობიექტის დანახვა შეუძლია

15 ევროპული ქვეყნის მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის შექმნა შეძლეს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ცნობით, რომლის ეგიდითაც ჩატარდა ღონისძიება, ტელესკოპის მიერ გადაღებული სურათები სამყაროს ოთხ განზომილებიანი გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა. მეოთხე განზომილების – დროის – შესახებ ინფორმაციის დანახვა ტელესკოპით შეუძლებელია, მაგრამ სინათლის შეგროვებითა და ანალიზით, რომელმაც მილიარდობით წელი იმოგზაურა ჩვენამდე, მეცნიერებს შეუძლიათ ინტერპრეტაცია გაუკეთონ სამყაროს გაფართოებისა და ობიექტების ევოლუციის შესახებ ამ მონაცემებს დროის უზარმაზარ პერიოდებში.
სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტელესკოპისთვის სამტონიანი ციფრული კამერის შემუშავება, რომელსაც შეეძლო ათი წლის განმავლობაში ყოველ ღამე 20 ტერაბაიტზე მეტი მონაცემის ჩაწერა. 3200 მეგაპიქსელიანი სენსორით, მას შეუძლია გოლფის ბურთის აღმოჩენა 24 კილომეტრის დაშორებით.