PNC Financial-ი კონკურენტ FirstBank Holding-ს 4.1 მილიარდ დოლარად იყიდის

ამერიკული ფინანსური კომპანია PNC Financial Services Group კონკურენტ FirstBank Holding Co.-ს, მათ შორის მის FirstBank საბანკო განყოფილებას, 4.1 მილიარდ დოლარად ყიდულობს.
კომპანიების ერთობლივი პრესრელიზის თანახმად, PNC გარიგების საფასურს ნაღდი ფულითა და აქციებით დაფარავს, ხოლო FirstBank-ის აქციონერებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ, თუ როგორ მიიღებენ ანაზღაურებას. საერთო ჯამში, PNC გარიგებისთვის 13.9 მილიონ საკუთარ აქციას და 1.2 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
FirstBank კოლორადოსა და არიზონაში კომერციულ და საცალო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მისი აქტივები 26.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. FirstBank სულ 95 ფილიალს მართავს.
ვრცლად interfax – ზე

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა