უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ანდრეი ერმაკის ცნობით, მარკო რუბიოს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმების შესახებ აცნობა.
„ასევე, განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, თავდაცვის სფეროში უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები“, – წერს ანდრეი ერმაკი X-ზე.
მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.
„პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მას ამ ომის დასრულება არ სურს. ჩვენს მიზანს ხანგრძლივი მშვიდობა წარმოადგენს და ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ“, – აცხადებს ერმაკი.
