ნეპალში მთავრობის მიერ სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 14 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში მთავრობის მიერ სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 14 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ნეპალის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნეპალის სახელმწიფო მედიის ცნობით, დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, როცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
პარლამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტის ტერიტორიაზე შევიდა, თუმცა მთავარ შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ნეპალის მთავრობამ ზოგიერთ სოციალურ მედია პლატფორმაზე, მათ შორის, „ფეისბუქზე“ წვდომა დაბლოკა.
მთავრობა აცხადებს, რომ ყალბი ანგარიშების მიერ სხვადასხვა პლატფორმების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სოციალური მედია პლატფორმები სამთავრობო ორგანოებში უნდა დარეგისტრირდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება