თინა ბოკუჩავა – მიმართონ აშშ-ის მთავრობას, პოლონეთის მთავრობას იმ თანხებისთვის, რაც მესამე პრეზიდენტმა გამოიყენა, რომ ემასპინძლა აშშ-ის საგარეო მდივნისთვის და ჩასულიყო სამგლოვიარო ცერემონიაზე პოლონეთში

რუსეთის გარდა, ს მხრიდან ყველა საერთაშორისო მეგობრისთვის გაწეული ხარჯი, დღევანდელმა მოღალატე კრიმინალთა ბანდამ არამიზნობრივად ჩათვალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ფარგლებში დაწყებულ სამოქალაქო დავას შეეხებოდა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ -ის მთავრობას უნდა მიმართოს იმ თანხებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის საგარეო მდივნის მასპინძლობისთვის და პოლონეთში სამგლოვიარო ცერემონიაზე წასასვლელად გამოიყენა.
„მიმართონ აშშ-ის მთავრობას, პოლონეთის მთავრობას იმ თანხებისთვის, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამოიყენა იმისთვის, რომ ემასპინძლა აშშ-ის საგარეო მდივნისთვის და იმისთვის, რომ ჩასულიყო სამგლოვიარო ცერემონიაზე პოლონეთში. ამაზე ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აღშფოთდა, რომ კაჩინსკის სამგლოვიარო ცერემონიაზე გადახდილი თანხები, ე.წ გვირგვინი შეყვანილია ვითომ არამიზნობრივ ხარჯებში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გაიწეოდა იმისთვის, რომ საქართველოს სახე შეენარჩუნებინა საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს ჰყოლოდა საერთაშორისო მეგობრები, ს გარდა, არამიზნობრივად ჩაითვლება დღევანდელი მოღალატე კრიმინალთა ბანდის მიერ. ბანდის, რომელიც დაეპატრონა ქვეყანას და ცდილობს საქართველოს ჩამოაშოროს ყველა დასავლელ მეგობარს და დარჩეს ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთის და ირანის ამარა, რომლის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდნენ და სადაც გაისმოდა შეძახილები „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად მსჯავრდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.
ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც, სასამართლოში მათ წინააღმდეგ ე.წ. “პიჯაკების საქმესთან” დაკავშირებით გაფლანგული ფულის 9 მილიონ ლარამდე დაბრუნების მიზნით სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს