რუსთაველის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი ნენე გაბლაია სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო – მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი ნენე გაბლაია სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო.
მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გაბლაიას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესები სხვადასხვა დღეს არის დანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება