თურქეთში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად, ორი პოლიციელი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა

თურქეთში, ქალაქ იზმირის ბალკოვას რაიონში პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და 6 ადამიანი დაიჭრა.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე მოქალაქეები.
სამართალდამცავებმა 16 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს.
იზმირის მთავარი პროკურორის, ალი იელდანის განცხადებით, თავდასხმის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა