– სამწუხარო საყურებელია, თითქოს, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ შესახებ კანონი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას – ევროპულ გზასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების შეფასებები მოტივირებულია მიკერძოებული, მცდარი პოზიციებით

სამწუხაროდ, ევროპულ გზასთან დაკავშირებით გარკვეული შეფასებები, როდესაც ის პოლიტიკოსებისგან კეთდება, მოტივირებულია მიკერძოებული, მცდარი პოზიციებით- სამწუხარო საყურებელია, თითქოს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი“ რაიმე ფორმით შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ევროინტეგრაციას. მე ასე არ ვთვლი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაფართოების შემდეგი ტალღა რომ მოვა, საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
„ჩვენი სახელმწიფო რეალურად აგრძელებს ევროპული სტანდარტების მიმართულებით მოძრაობას სწრაფი ტემპით და სწორი მიმართულებით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ე.წ. ასოცირების საბჭო გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. მნიშვნელოვანი იყო ანგარიშგება, მანამდე განხორციელებული და სამომავლო საქმიანობები, რომელიც ევროინტეგრაციას ეხება. გაფართოების შემდეგი ტალღა რომ მოვა, საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
სამწუხაროდ, ევროპულ გზაზე გარკვეული შეფასებები, როდესაც ის პოლიტიკოსებისგან კეთდება, მოტივირებულია მიკერძოებული მცდარი პოზიციებით. ეს სამწუხაროდ პოლიტიკური პროცესისთვის დამახასიათებელი გახდა, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან მოსაზრებების ტირაჟირება, რომელიც სამწუხაროდ, რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რა შეფასებებსაც ევროპული სტრუქტურები აკეთებენ პროფესიონალურ მიუკერძოებელ დონეზე.
არის მცდელობა, რომ კონტროვერსიულ თემად დაბადონ თემები, რომელიც უკავშირდება მათ შორის ოჯახურ ღირებულებებს. სამწუხარო საყურებელია, თითქოს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი“ რაიმე ფორმით შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ევროინტეგრაციას. მე ასე არ ვთვლი. ვინც წაიკითხავს ერთხელ ამ საკანონმდებლო აქტს, ყველა მიხვდება, რომ არაფერია იქ, რასაც შეუძლია ჩვენი ევროინტეგრაცია დააბრკოლოს“, – აღნიშნავს სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ