ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა ანრი კაკაბაძემ, რომელსაც 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, საპატიმრო დატოვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე თავისუფალია. არსებული ინფორმაციით, ანრი კაკაბაძემ, რომელსაც 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასჯელაღსრულებლის დაწესებულება დღეს დილით დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები – გიორგი დავითაძე, გურამ მიქელაძე, ანრი კაკაბაძე, დავით გვიანიძე და ლექტორი მამუკა ჯორბენაძე ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გასული წლის 9 დეკემბერს დააკავეს.
ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 25 ივნისს მიესაჯა, ხოლო სტუდენტები გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ლექტორი მამუკა ჯორბენაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
ფოტო: “პუბლიკა”

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს