„შევქმნათ საიტი anathema.ge და შევიყვანოთ მანდ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დაუძინებელი მტრები“ – დავით ქართველიშვილი

„რა ხდება აბა საქართველოს “საშობაო დეკაბრისტების” ფრონტზე? აი იმათ რიგებში, “საქართველოში რომ იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე”. ვინც მეტად “განიცდის” იმას, რომ საშობაო მარხვის დაწყება უწევს 27 ნოემბერს, ნაცვლად 14 ნოემბრისა. ვინც ახალშობილი იესოს წინაშე სირცხვილით კვდება, რომ საახალწლო საცივის და გოჭის მირთმევა “მაინც უწევს” კანონიკური ქართული მართლმადიდებლური კალენდრის სამარხვო შეზღუდვის მიუხედავად…
მე არ ვიცი, ისეთი რა დანაშაული აქვს ჩადენილი იმ პერიოდში ერთიანი ქართულ-რუსული ეკლესიის მიერ ანათემას გადაცემულ ლევ ტოლსტოის, რომელიც “ბომჟივით” აღესრულა ერთ-ერთ პროვინციულ სარკინიგზო სადგურზე. აღესრულა წესის აგებაზე უფლების გარეშე. მესმის, რომ ანათემას, როგორც ეკლესიური დასჯის უმაღლეს ზომას, ტრადიციულად ქართული ეკლესია არ მიმართავდა და არ მიმართავს.
ჩვენი ეკლესიის იარაღია – სიყვრულით განკურნება, როდესაც ყოველ აგრესიულ უღმერთოში და სულიწმინდის მგმობელში იმ “მართალ ავაზაკ დისმასს” ხედავს, რომელსაც სულის მიტევებამდე რამდენიმე წამით ადრე მაინც ეძლევა საკუთარ თავთან და უფალთან შერიგების შესაძლებლობა. გვესმის ჩვენი დედა-ეკლესიის ეს ღრმა ქრისტიანული და სახარებისეული მიდგომა.
მაგრამ სახარების ეს ადგილიც გვახსოვს: “ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან.” ამიტომ რა გვიშლის ჩვენ, საზოგადოებას – ეს “დოლაბი” დავუკიდოთ მათ ყელზე, ჩვენი სამოქალაქო და სამრევლო შეფასება გამოვუტანოთ მათ, შევქმნათ საიტი anathema.ge და შევიყვანოთ მანდ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დაუძინებელი მტრები.
დავიწყოთ “პაატაცაავებით”, “მამაჭიღლაძეებით”, “მამათამაზებით”, “მამაზაზებით”, “მამაკოლხებით”, “მამაბასილებით”, “თეოლოგებით”, “ღვთისმეტყველებით”, “დედასიდონიებით” და ა.შ. – მათი უსულო მიმდევრების ჩათვლით, რომელთა გვარების აქ მოყვანა ნამდვილად არ მინდა, ხოლო ახალ საიტზე მოსათავსებლად არც ერთი მათგანი არ მემეტება…“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ