გორის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ბუზალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ბუზალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
მერობის კანდიდატი ამჯერად ზემო და ქვემო ნიქოზის, ზემო ხვითისა და ფხვენისის მაცხოვრებლებს შეხვდა.
“ცხინვალის მიმდებარე სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა და მათი საჭიროებების მოსმენა ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია.
ამჯერად, შევხვდით ზემო და ქვემო ნიქოზის, ზემო ხვითისა და ფხვენისის მაცხოვრებლებს.
ნიქოზის თემში საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი – მერაბ მელანაშვილი, შინდისში კი ზურაბ ყაჯრიშვილი იქნება.
ორივე მათგანს მოსახლეობა კარგად იცნობს და მჯერა, ერთად, კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.
ნიქოზში ყოფნისას არ შემეძლო ანიმაციური ფილმების ფესტივალს არ დავსწრებოდი. ასეთ ადგილას საერთაშორისო დონის ფესტივალი მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულის, ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის მკაფიო გამოხმაურებაა.” – აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში