ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა – თურქეთის ნაკრებმა შვედეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ევრობასკეტის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში თურქეთის ნაკრებმა თურქეთის ნაკრებმა შვედეთი დაძაბულ ბრძოლაში 85:79 დაამარცხა.
ცხადია, ფავორიტად ყველა თურქეთის ნაკრებს მიიჩნევდა, ათამანის გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრა ჰქონდა მოგებული, მათ შორის სერბეთის ნაკრებთანაც. რაც შეეხებათ შვედებს, მათ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს, ისიც უპირობო აუტსაიდერ დიდ ბრიტანეთთან.
პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში შვედები წინ იყვნენ, თუმცა მეოთხე მეოთხედში თურქეთის ნაკრების ლიდერმა ალფერენ შენგუნმა მოუმატა, შვედეთის მხარეს კი დაღლილობამ თავისი ქნა და შეცდომებმა იმატა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე შენგუნი გახდა, ახალგაზრდა ცენტრმა 35 წუთში 24 ქულა, 16 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა, მას მხარი აუბა თურქეთის ნაკრების გამოცდილმა მოთამაშემ, ჩედი ოსმანმაც, რომელმაც 17 ქულა დააგროვა.
შვედეთიდან ლუდ ჰაკანსონმა 29 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა.
ამრიგად, ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტი თურქეთის ნაკრები გახდა.
შეგახსენებთ, ხვალ ტურნირის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები იასპარეზებს, ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.
სუპერმატჩი ევრობასკეტზე – თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
[VIDEO] შენგელიას 27, ბითაძის 21 – საქართველომ კვიპროსს დიდი ანგარიშით მოუგო
სუპერმატჩი ევრობასკეტზე – თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ს ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე – ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა – სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
თურქეთი მაგრად იწყებს – ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
“ჩემი უკანალი გადაარჩინეს” – იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა