სანდრო ნებიერიძე ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტთა სამეულშია

სანდრო ნებიერიძე ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტთა სამეულშია.
ამ დროისთვის სანდრო უკვე გახდა ახალგაზრდული ჟიურის რჩეული.
ფინალი გაიმართება ბოლცანოს მუნიციპალური თეატრის სცენაზე, სადაც კონკურსანტები ჰაიდნის ორკესტრთან ერთად (დირიჟორი ჯორჯ პელივანიანი) საფორტეპიანო რეპერტუარის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებს შეასრულებენ.
7 სექტემბერს, საქართველოს დროით 12:00 საათზე, ლაივსტრიმით გადაიცემა კონკურსის ფინალი იუთუბ არხზე და ასევე, ბმული დაიდება კონკურსის ფეისბუკის გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის