პრემიერი ხაბეიშვილის განცხადებებზე – გვაქვს ინფორმაცია, რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში – ეს არის დავალება იგივე ადამიანებისგან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ, აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე

გვაქვს ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში. ეს არის დავალება იგივე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს განცხადებებზე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.
როგორც მ აღნიშნა, აღნიშნულ გეგმას განხორციელება არ უწერია.
„რეალურად, ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იგივე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს, თუმცა მისი დავალების მიმცემებიც ნატურით ზუსტად ისეთივეები არიან, როგორიც არის ბატონი ანიტა, შესაბამისად, მათ ამ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არის კონკრეტული, მარტივად გაშიფვრადი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით ძალიან მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ. გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ამ გეგმას არ უწერია არავითარი განხორციელება.
კი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში. ეს არის დავალება იგივე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა. ანუ ეს არის იგივე დავალებები“, -განაცხადა კობახიძემ.
მან უპასუხა შეკითხვას, იგულისხმა თუ არა აქ .
„არა, არცერთ გვარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. როდესაც ასე ხდება, მერე შეიძლება სხვა გვარები მოიკითხოთ და ა.შ. არცერთ გვარს არცერთი ფორმით არ დავასახელებ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ