“ეროვნულ ნაკრებში ქართველების მსგავსად უნდა მოიქცე, ისინი მოედანზე ამას აკეთებენ” – უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ოდესის “ჩერნომორეცის” ამჟამინდელმა მწვრთნელმა ოლექსანდრ კუჩერმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი ასპარეზობა ძალიან მოსწონს.
როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელები მოედანზე სულსა და გულს დებენ და უკრაინელებს ურჩევს, თავადაც ასე მოიქცნენ.
“პირადად ჩემთვის, როგორც პროფესიონალი ყოფილი ფეხბურთელის, ყველაზე დიდი მოტივაცია და ყველაზე დიდი სტიმული ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო. არასდროს მიოცნებია რომელიმე მაგარ კლუბში მეთამაშა. ჩემი ოცნება ყოველთვის უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება გახლდათ.
უკრაინის ეროვნულ ნაკრებში თამაში რაიმე დამატებით მოტივაციაზე ან ფინანსურ სარგებელზე წინ არ დგას. ბოლო დროს ძალიან მომწონს საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობა.
ისინი თამაშობენ სულითა და გულით. ისინი თამაშობენ და განიცდიან ყოველ წამს, თითქოს ეს მათი უკანასკნელი შანსი იყოს. ვფიქრობ, უკრაინელებიც ასე უნდა მოიქცნენ”, – ციტირებს კუჩერს “ტრიბუნა”.
· იაგო ეჰ, ბიჭები კი თამაშობენ, მაგრამ სწორად არ ათამაშებენ, ეგაა უბედურება.
საფრანგეთმა ს სძლია – დემბელემ ტრავმა მიიღო
“ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია” – კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი