სოზარ სუბარი: …რომ მერე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეთქვათ რა საშინელი დამნაშავეა რუსეთი, რა მძიმე პირობებში უხდება საქართველოს ყოფა

“[…] [მოსახლეობის გაფრთხილება, რომ გამოვიდეს იყო სამოქალაქო ხელისუფლების მოვალეობაა] და იმის ნაცვლად, რომ ჩარეულიყო სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობაში და ჩარეულიყო აბსოლუტურად არასწორად, სწორედ მსგავსი ფუნქციები უნდა აეღოთ თავის თავზე და ამ ყველაფერს მოყვა ძალიან დიდი რაოდენობის მსხვერპლი და ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, ერთადერთი ლოგიკური ფიქრი გვიჩნდება, ძალიან მძიმე, თუმცა ლოგიკური ფიქრი, რომ უნდოდათ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო მშვიდობიან მოსახლეობაში, რომ მერე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეთქვათ რა საშინელი დამნაშავეა , რა მძიმე პირობებში უხდება საქართველოს ყოფა და ამით გარკვეულ ქვეყანაში საპრეზიდენტო კამპანიაში ერთ-ერთ კანდიდატისთვის გარკვეული დახმარება გაეწიათ”. – თქვა  სოზარ სუბარმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე საუბრისას რუსთავი 2-ის ეთერში