ჟურნალისტი ვახო სანაია:
მილიონჯერ ვთქვი. არ მტოვებს სურვილი, მორიგჯერ ვთქვა. არ მეზარება. კიდევ დავწერ და თან ტექსტში სიტყვებს ხშირ-ხშირად გავიმეორებ 





ივანიშვილის მთავარი პრობლემა არის უწყვეტი პროტესტი. ესაა, რაც მას მოსვენებას არ აძლევს.
1. სტაბილიზაციის საშუალებას არ აძლევს
არ არსებობს დიქტატურა სტაბილურობის გარეშე. ვერც ივანიშვილი, ვერც მისი გარემოცვა, მისი ვერც ერთი მომხრე ვერ იქნება მშვიდად, ვიდრე გარეთ აქციებია. უწყვეტი პროტესტი ასამარებს დიქტატორის სტაბილურობას.
2. ლეგიტიმაციის მიღების საშუალებას არ აძლევს
ივანიშვილს არა აქვს ლეგიტიმაცია. ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას მისი რეჟიმის წასვლა სურს. ლეგიტიმაციის არარსებობა ივანიშვილისთვის უზარმაზარი პრობლემაა ქვეყნის გარეთაც. მან დღემდე ვერ მიიღო აღიარება და ეს უწყვეტი პროტესტის დამსახურებაა. ამიტომ არ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა. ივანიშვილს არ უნდა მიეცეს საშუალება, თუნდაც ილუზია შექმნას ლეგიტიმაციის, რაც მას სასიცოცხლოდ სჭირდება.
3. არც ერთ რეჟიმს არ შეუძლია ჯანჯღარის უსასრულოდ გაძლება.
იზოლირებულ ივანიშვილს შიგნიდან ხალხი მუდმივად არყევს. მისი რეპრესიული მანქანა არ არის ყოვლისშემძლე. არც მისი მომხრეების გამძლეობაა ამოუწურავი. ორგანიზმი სუსტდება, იმუნიტეტი ქვეითდება და სულ უფრო მოწყვლადი გახდება გარე ფაქტორების მიმართ, რაც საბოლოოდ რეჟიმის კოლაფსს გამოიწვევს. ივანიშვილი ვერ ასრულებს სიმშივის დაპირებას. არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა (ქოცების სიმშვიდე). ივანიშვილი ფიქრობს, რომ არანორმალური ცხოვრების პირობებში გამოფიტვა რეალური საფრთხეა. პროტესტი თავისით უნდა გაილიოს ან ის წავიდეს უფრო მასშტაბურ რეპრესიებზე, ვიდრე ეს შარშან გააკეთა. მაშინ მან სისასტიკით ვერ გატეხა ხალხი და უზარმაზარი პოლიტიკური ფასიც დაუჯდა, სამომავლოდ უფრო მასშტაბური რეპრესიების წამოწყება დიდი რისკია, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ამ მეთოდს მიმართოს. ამასთან, ნელ-ნელა იფიტება. პლუს ეშინია, რომ ყოველ წუთს შეიძლება, მოხდეს რაღაც, რაც ისედაც დენთის კასრზე მჯდომს მომენტალურად ააფეთქებს – ხედავს ამ რისკსაც. ერთი სიტყვით, ყველა სცენარში მძიმე მდგომარეობა აქვს. ვერც დიქტატურას აფორმებს ბოლომდე (გამზადებული დიქტატურაა, მაგრამ აქციების მოსპობა სჭირდება) და ვერც მოჩვენებითი თუნდაც პრობლემური დემოკრატიის რაიმე ნიშნების ილუზიას ქმნის. ბოლო შტრიხი დიქტატურის საბოლოო კონსოლიდაციის იქნება სწორედ აქციების დასრულება.
სწორედ ამიტომ სურს ახლა არალეგიტიმურობის გარღვევა, რომ შექმნას განცდა, თითქოს ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. ყველა ამ მცდელობის საბოლოო ჩანაფიქრი ქუჩაში პროტესტის გაქრობაა, რომ გააჩინოს ხალხის მხრიდან შეგუების განცდა.
ვიმეორებ, ყველაფერი რასაც აკეთებს, ემსახურება ლეგიტიმაციის ილუზიის შექმნას და საბოლოოდ ამ გზით პროტესტის დამარცხებას. ეს მას მისცემს ამოსუნთქვის, ძალების აღდგენისა და დასავლეთთან ურთიერთობების დაწყების საშუალებას, საიდანაც უმძიმესი გადაწყვეტილებების პერპექტივა იკვეთება.
მოკლედ, უწყვეტი პროტესტი და არალეგიტიმურობაა მისი მთავარი თავსატეხი. ამას ვერაფერი მოუხერხა. ამიტომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ,,არჩევნებში” მონაწილეობა კი არ შეიძლება.
პროტესტისგან იზოლირებული ჰყავს პოლიტიკური ლიდერები, დააყადაღა არასამთავრობოები, ავიწროებს მედიას. მიზეზი ორია. პირველი – ფიქრობდა, რომ ეს დაასუსტებდა აქციებს. მეორე – თავს იზღვევს, ვითარების გამწვავების შემთხვევაში არ აწყობს პოლიტიკური გამოცდილების მქონე ლიდერები გარეთ იყვნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ გალია აქციები, რადგან პროტესტის შემოქმედი ხალხია და ამის დაჯერება არ უნდოდა. მისთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო დაუსრულებელი აქციები – ყველაზე ხანგრძლივი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამან ივანიშვილს ყველა გეგმა აურია.
კიდევ ერთხელ : უწყვეტი პროტესტი და არალეგიტიმურობის შენარჩუნება. ესაა ყველაზე სწორი გზა.
ვინც რწმენა დაკარგეთ ან საერთოდ ვერ ირწმუნეთ, ბოლოს და ბოლოს, დაიჯერეთ, რომ მოგება შესაძლებელია მხოლოდ ამ გზით.
ვახ ..!